სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში

2019 წლის 29 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას  სტენფორდის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი, ნეიროქირურგი  ჯეიმს რ. დოთი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ამერიკელმა პროფესორმა დაათვალიერა საუნივერსიტეტო კლინიკა, გაეცნო მის ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობებს.  

პროფესორ  დოთისთან   შეხვედრაზე,  რომელზეც  კლინიკის  ადმინისტრაცია  და  თანამშრომლები  ესწრებოდნენ,  საუბარი  შეეხო სამომავლო ურთიერთობების ფორმატს, დაიგეგმა თანამშრომლობის საკითხები ნეირომეცნიერების და ინტენსიური მედიცინის განვითარების მიმართულებით.

უნდა  აღინიშნოს, რომ პროფესორი ჯეიმს დოთი არის  დალაი ლამას მიერ დაფუძნებული სტენფორდის თანაგრძნობისა და ალტრუიზმის კვლევითი ცენტრის (CCARE) დირექტორი. მას  დიდი წვლილი აქვს შეტანილი სხვადასხვა უნივერსიტეტების ნეიროქირურგიის დეპარტამენტების  დაფუძნებაში და როგორც მეცენატი,  მხარს უჭერს ნეირომეცნიერებების მიმართულებით კვლევების განხორციელებას. 

სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი საქართველოში ,,დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის“ მოწვევით იმყოფებოდა.