იერუსალიმის „ჰადასას“ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის წამყვანი სპეციალისტის ვიზიტი თსსუ-ში

2019 წლის 3 დეკემბრიდან 7 დეკემბრამდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვია იერუსალიმის „ჰადასას“ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ბავშვთა ქირურგიული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი ვადიმ კაპულერი.

ვიზიტის ფარგლებში, ქართველ ქირურგებთან ერთად, ჩატარდა 8 სხვადასხვა სახის საჩვენებელი ოპერაცია ჩვილი და ახალშობილი ასაკის ბავშვებზე.

აღსანიშნავია 2  პაციენტზე თანდაყოლილი ანო-რექტალური განვითარების მანკის რეკონსტრუქციული ოპერაცია, რომლებსაც  სხვადასხვა კლინიკებში  ჩატარებული ჰქონდათ მრავალი ქირურგიული ჩარევა. 

კლინიკაში ჩატარებულ ოპერაციებს ესწრებოდნენ თსსუ-ის სტუდენტები და კლინიკის რეზიდენტები. 

ვიზიტის ფარგლებში მოლაპარაკება შედგა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ორი საუნივერსიტეტო კლინიკის პარტნიორობას.