თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას ვიზიტი ოქსფორდში

2019 წლის 17-18 დეკემბერს, ოქსფორდში (დიდი ბრიტანეთი), დიდი ბრიტანეთის განათლების მართვის აკადემიის ორგანიზებით, ჩატარდა ლიდერთა სამიტი “ლიდერები განსაზღვრავენ მომავალს და მომავალი შობს ლიდერებს”. 

ლიდერთა სამიტზე მსოფლიოს 34 ქვეყნის წარმომადგენლებმა საინტერესო დებატები გამართეს განათლების, მეცნიერების, მედიცინის, უნივერსიტეტებისა და ბიზნესის ხვალინდელი დღისა და გამოწვევების შესახებ.  თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, რომელიც 2017 წლიდან ოქსფორდის აკადემიური კავშირის საპატიო პროფესორია, სამიტის მონაწილეებს გაუზიარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროგრესული განვითარების გზა და მომავლის გეგმები.   სამიტის ფარგლებში პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მონაწილეობა მიიღო რექტორთა და  აღნიშნული აკადემიური კავშირის პროფესორთა საზეიმო სვლაში.      

სამიტის მონაწილეთა ნაწილმა გამოთქვა სურვილი ითანამშრომლოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან  და თსსუ-ს გამოცდილების შესასწავლად  დაგეგმა თბილისში ვიზიტი.

ლიდერთა სამიტის მუშაობაში  მონაწილეობა ხელს უწყობს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო კავშირების გაღრმავებას, აკადემიური კავშირის სხვა წევრებთან ერთად ერთობლივი პროექტების განხორციელებას, უნივერსიტეტის  აკადემიურ პერსონალსა და ევროპისა  და დიდი  ბრიტანეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის განვითარებას.