ერაზმუს + -ის პროგრამის ინსტიტუციური კოორდინატორის ნინო კანდელაკის ვიზიტი ქალაქ გდანსკში

2019 წლის  2 დეკემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ერაზმუს + პროგრამის ინსტიტუციური კოორდინატორი ნინო კანდელაკი იმყოფებოდა ქალაქ გდანსკში (პოლონეთი).  სადაც მან მონაწილეობა მიიღო ერაზმუს +-ის კოორდინატორების საერთაშორისო კვირეულის მუშაობაში.  შეხვედრა ორგანიზებული იყო  გდანსკის სამედიცინო უნივერსიტეტის, პომერანიანიის რეგიონის შვიდი პოლონური  უნივერსიტეტის, პომერანიანის სავოევოდოს და  მარშალის ოფისების მიერ.

შეხვედრას ესწრებოდნენ დასავლეთ ბრეტანის უნივერსიტეტის (საფრანგეთი); ესენის უნივერსიტეტის (გერმანია); პლოვდივის უნივერსიტეტის (ბულგარეთი);  კაუნასის სამედიცინო მეცნიერებების უნივერსიტეტის  (ლიტვა);  ზაგრების, სპლიტის უნივერსიტეტების (ხორვატია); კარლის უნივერსიტეტის (პრაღა, ჩეხეთი); დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის (ირლანდია) და ტამპერეს უნივერსიტეტის (ფინეთი) წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ გდანსკის სამედიცინო უნივერსიტეტი წარმოადგენს პოლონეთის ერთ ერთი მოწინავე უნივერსიტეტს, რომელმაც  წარმატებით დანერგა უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის  სტანდარტები  და სახელმძღვანელო პრინციპები.  

ვიზიტის ფარგლებში  ნინო კანდელაკი შეხვდა გდანსკის უნივერსიტეტის ერაზმუს+ პროგრამისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელს დავიდ სპუხავას. შეხვედრაზე  უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების გეგმები დაისახა.