პირველკურსელთა კონფერენცია „სოციოლოგია მედიცინაში“

2020 წლის 22 იანვარს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მენეჯმენტის,პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტში ჩატარდა ყოველწლიური ტრადიციული კონფერენცია „სოციოლოგია მედიცინაში“.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის პირველკურსელებმა: რუსუდან სტურუამ, ნინო ბალხამიშვილმა,ანი სიჭინავამ, დაჩი კოტიაშვილმა, საბა არობელიძემ, ეთერ ყაულაშვილმა, ქეთევან ელოშვილმა, ქეთევან კალანდაძემ, ანარ ალიევმა. სტუდენტებმა წარმოადგინეს საინტერესო ნაშრომები  იმ საკითხების შესახებ, რომელსაც თვლიდნენ პრობლემურად თანატოლებს შორის.  მათ მიერ შესწავლილი იქნა ახალგაზრდათა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ჯანმრთლობითი ქცევის საკითხები. სტუდენტებმა კარგად  გამოავლინეს პრეზენტაციის, აუდიტორიის წინაშე საკუთარი პოზიციის წარდგენისა და ანალიზის უნარი.

კონფერენციის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცა სპეციალური სერტიფიკატი, ასეთივე სერტიფიკატებით აღინიშნა მათი ხელმძღვანელების, პროფესორ-მასწავლებლების მონაწილეობაც.