სასწავლო პროგრამები და პროგრამის საფასური

თსსუ-ში სწავლის მსურველ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ან უცხო ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეების ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის N224/ნ ბრძანების საფუძველზე.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სთავაზობს ერთსაფეხურიანი სწავლების პროგრამებს
ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებზე: 

მედიცინის ფაკულტეტი:
ინგლისურენოვანი პროგრამა –სწავლის საფასური 8.000 აშშ დოლარი წელიწადში
რუსულენოვანი პროგრამა – სწავლის საფასური 4.000 აშშ დოლარი წელიწადში;
ქართულენოვანი პროგრამა - სწავლის საფასური 4.000 აშშ დოლარი წელიწადში (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის) 
დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა – სწავლის საფასური 13.500 აშშ დოლარი წელიწადში (საქართველოს მოქალაქეებისთვის - 8.000 ლარი წელიწადში)

 სტომატოლოგიის  ფაკულტეტი:
ინგლისურენოვანი პროგრამა – სწავლის საფასური 7.000 აშშ დოლარი წელიწადში;
რუსულენოვანი პროგრამა – სწავლის საფასური 4.000 აშშ დოლარი წელიწადში;
ქართულენოვანი პროგრამა - სწავლის საფასური - 4.000 აშშ დოლარი წელიწადში (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის).
ფარმაციის ფაკულტეტი - სწავლის საფასური 3.500 აშშ დოლარი წელიწადში 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი
ერთობლივი ქართულ–ფრანგული საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამა – სწავლის საფასური 4000 აშშ დოლარი წელიწადში (საქართველოს მოქალაქეებისთვის - 4.000 ლარი)
ერთობლივი საერთაშორისო ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა "საზოგადობრივი ჯანმრთელობის მენეჯმენტი და ჯანდაცვისპოლიტიკა" - სწავლის საფასური 7000 აშშ დოლარი წელიწადში

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი:
ინგლისურენოვანი პროგრამა - სწავლის საფასური 3.000 აშშ დოლარი წელიწადში;
მოსამზადებელი კურსი - სწავლის საფასური 1.700 აშშ დოლარი წელიწადში;