ნიღბის მიღმა საქართველოა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები და რეზიდენტები აქტიურად არიან ჩართულნი მსოფლიოს ახალი  გამოწვევის, კოვიდ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ისინი ჩვენი დროის გმირები არიან, რომლებიც, თითოეული პაციენტის გადასარჩენად, საქართველოს (და არამარტო) სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში თავდაუზოგავად შრომობენ და იღწვიან.

ზოგიერთ მათგანს ჯანმრთელობის სადარაჯოზე ყოფნა ყველაზე რთულ ვითარებაში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ყველაზე ახლოს, სულ რამდენიმე კილომეტრში უწევს.

ეს ახალგაზრდები არამხოლოდ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ, არამედ ემსახურებიან იმ უზენაეს მისიას,  რასაც საკუთარი ქვეყნის  რიგითი ჯარისკაცობა ჰქვია. 

იხილეთ ვიდეო:



იხილეთ სიახლე IPN-ზე
იხილეთ სიახლე NEWposts - ზე