თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში „ღია კარის დღე“ დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა

2020 წლის 6 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა აბიტურიენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის  „ღია კარის დღე“  ჩაატარა.  ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნივერსიტეტს ღონისძიების განხორციელება დისტანციურ რეჟიმში მოუხდა.  აბიტურიენტებისთვის  საინფორმაციო ხასიათის დისტანციური შეხვედრა  თსსუ-ის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის მეშვეობით წარიმართა. პირდაპირ ეთერში ღონისძიება 3 საათი გაგრძელდა, ჩართულობა საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა, მას ათასობით მნახველი ჰყავს.

ონლაინ „ღია კარის დღის“  სტუმრებს პირველმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მიმართა, მადლობა გადაუხადა მათ უნივერსიტეტით დაინტერესებისთვის და აბიტურიენტებს წარმატება უსურვა. რექტორმა ისაუბრა ყველა იმ შესაძლებლობაზე, რასაც უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს, როგორც განათლების, ასევე ჯანსაღი და შემოქმედებითი გარემოს შექმნის მიმართულებით. პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია ჩართვაში აღნიშნავს: „როგორც უკანასკნელი წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების რეიტინგები ცხადყოფს,  ჩვენი უნივერსიტეტის მიერ დაწესებული უპრეცენდენტოდ მაღალი საგამოცდო ბარიერის მიუხედავად, - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, დღესაც, ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელია საქართველოში.“ 

დისტანციურ ღონისძიებაზე თსსუ-ის თითოეული ფაკულტეტის დეკანებმა წარადინეს დეტალური ინფორმაცია  საბაკალავრო და  ერთსაფეხურიან პროგრამებთან დაკავშირებით, ისაუბრეს ფაკულტეტზე ჩარიცხვის მოთხოვნებისა და საჭირო პროცედურების შესახებ. ღონისძიებაზე ასევე,  წარმოდგენილი იყო ინფორმაცია უნივერსიტეტის სასწავლო-აკადემიურ პროცესებთან,  საერთაშორისო ურთიერთობებთან, ინფრასტრუქტურულ  პროექტებთან, სტუდენტურ ცხოვრებასთან დაკავშირებით. 

ონლაინ „ღია კარის დღის“  მსვლელობისას დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ  პირდაპირ რეჟიმში დაესვათ კითხვები კომენტარების სახით, ასევე, ერთი  კვირის განმავლობაში ისინი გზავნიდნენ შეკითხვებს ელექტორული ფოსტის მეშვეობით. ამ კითხვებზე ამომწურავი პასუხი მათ ღონისძიების მეორე ნაწილში მიიღეს: ფაკულტეტების დეკანებისგან, პროგრამების ხელმძღვანელებისგან, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან,  ვიცე-რექტორისგან აკადემიური მიმართულებით. მათ შეკითხვებს პასუხები რექტორმაც გასცა.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აღნიშნავენ, დაინტერესებულ პირებს ნებისიერ დროს შეუძლიათ მიმართონ უნივერსიტეტს  ოფიციალური სოციალური ქსელების ანგარიშებზე, ასევე, ვებგვერდსა და ელექტრონულ ფოსტაზე და მიიღონ მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები. 

იხილეთ აბიტურიენტებისთვის საინტერესო საინფორმაციო პუბლიკაციები: https://tsmu.edu/ts/multimedia/17/197/0/0/0/0 

იხილეთ ონლაინ "ღია კარის დღის" მსვლელობის მთლიანი ლაივ ვიდეო: https://www.facebook.com/tsmu.tbilisistatemedicaluniversity/videos/548301155843860/