თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის აკადემიური კალენდარი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის აკადემიური კალენდარი:

ა) პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაცია: 1 სექტემბერი – 14 სექტემბერი 2020 წ.

ბ) მობილობის წესით ჩარიცხულ სტუდენტთა რეგისტრაცია: 15 სექტემბერი - 29 სექტემბერი 2020 წ.

გ) სტუდენტთა შემოდგომის სემესტრული რეგისტრაცია: 7 სექტემბერი – 21 სექტემბერი 2020 წ.

დ) შემოდგომის სემესტრის ხანგრძლივობა: 7 სექტემბერი, 2020 წ. – 29 იანვარი 2021 წ.

ე) დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის I სემესტრის ხანგრძლივობა: 19 ოქტომბერი, 2020 წ. – 29 იანვარი, 2021 წ.

ვ) დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამის I სემესტრის ხანგრძლივობა: 5 ოქტომბერი, 2020 წ. – 27 თებერვალი, 2021 წ.

ზ) დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის XII სემესტრის ხანგრძლივობა: 7 სექტემბერი, 2020 წ. – 22 იანვარი, 2021 წ.

თ) დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამის III, V, VII, IX, XI, (შემოდგომის) სემესტრის ხანგრძლივობა: 7 სექტემბერი 2020 წ. - 27 თებერვალი, 2021 წ.

ი) შემოდგომის სემესტრის საგამოცდო სესია: 7 დეკემბერი 2021 წ. - 29 იანვარი, 2021 წ.

კ) დამამთავრებელი გამოცდები: 2021 წ. 11 იანვრიდან.

ლ) სტუდენტთა საახალწლო-საშობაო არდადეგები: 30 დეკემბერი, 2020 წ. – 10 იანვარი, 2021 წ.

მ) გამოცდები: მედიცინის ფაკულტეტის I, II, III, VII/VIII, IX/X, XI/XII სემესტრის; ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტების II, III და IV კურსის, საექთნო საქმის ბაკალავრის III და IV კურსის და V საფეხურის უმაღლესი პროფესიული პროგრამების (მილევადი რეჟიმი) III კურსის დისციპლინებში ჩატარდეს მოდულის/კურაციული მეცადინეობის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში დამტკიცებული საგამოცდო ცხრილის მიხედვით, განმეორებითი გამოცდები - შესაბამისი სემესტრის სასესიო პერიოდში.

ნ) გამოცდები სტომატოლოგიის ფაკულტეტის III და IV კურსის არაპროფილურ კლინიკურ დისციპლინებში ჩატარდეს კურაციული მეცადინეობის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში დამტკიცებული საგამოცდო ცხრილის მიხედვით, განმეორებითი გამოცდები - შესაბამისი სემესტრის სასესიო პერიოდში.


რექტორის სრული ბრძანება იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულში:

ბრძანება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის აკადემიური კალენდრის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ