თსსუ-ის პროფესორებს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭათ

2020 წლის 3 ოქტომერს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საპატიო თბილისელების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებაზე  პანდემიასთან მებრძოლ ცხრა ექიმს, მათ შორის თსსუ-ის ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის  პროფესორ ელზა ვაშაკიძეს, თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურ დირექტორს, ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის დეპარტამენტის პროფესორ ლევან რატიანსა და თსსუ-ის ქირურგიის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორს ლევან გოფოძეს  საპატიო თბილისელის წოდება მიანიჭა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი გულითადად ულოცავს მათ ამ დიდი აღიარებას.