ლაბორატორიულ-პრაქტიკული მეცადინეობები არადისტანციურ რეჟიმში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ლაბორატორიულ-პრაქტიკული მეცადინეობები არადისტანციურ რეჟიმში, შესაბამისი ეპიდემიოლოგიური რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.

ფოტოებზე ასახულია  შემდეგი დეპარტამენტების ლაბორატორიულ-პრაქტიკული მეცადინეობები: ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის დეპარტამენტი; კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის დეპარტამენტი; შინაგან დაავადებათა N3 დეპარტამენტი; კანისა და ვენერიულ სნეულებათა დეპარტამენტი; ლაბორატორიული საქმის დეპარტამენტი; პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტი; ოდონტოლოგიის დეპარტამენტი; ფარმაცევტული ტექნოლოგიის დეპარტამენტი; ფარმაკოგნოზიის დეპარტამენტი; ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტი.