ყოველწლიური კონფერენცია პედიატრიაში

2020 წლის 20 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის,  ფონდ ,,სიჯანსაღის“ ორგანიზებითა და ევროპის იმუნოდეფიციტების საზოგადოების მხარდაჭერით ჩატარდა ყოველწლიური  სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ბავშვთა და მოზარდთა მედიცინა - XIII“ და J - პროექტის III სამეცნიერო კონფერენცია პირველად იმუნოდეფიციტებზე.   

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით ღონისძიება ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

კონფერენცია გახსნა პროექტის ორგანიზატორმა, პროფესორმა ყარამან ფაღავამ. 

ღონისძიების ფარგლებში მოხსენებები წაიკითხეს დარგის გამოჩენილმა ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა.

,,პირველადი იმუნოდეფიციტების აქტუალური პრობლემები“- სვეტლანა შარაპოვა, ბელარუსის პედიატრიული ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის კვლევითი ცენტრი; 

,,COVID-19 საქართველოში (ეპიდემიოლოგიური და  კლინიკური თავისებურებები ბავშვებში)“  - ასოცირებული პროფესორი მალვინა ჯავახაძე, თსსუ, თბილისი, საქართველო;

,,მიკრობიომა და იმუნიტეტი“ - ასოცირებული პროფესორი თინათინ კუტუბიძე, ქეთევან ბერიძე, თსსუ, თბილისი, საქართველო;

,,ცხელების მართვა ბავშვებში“ -პროფესორი ყარამან ფაღავა, თსსუ, თბილისი, საქართველო; 

,,ვიტამინი D კლინიკურ მედიცინაში“ - მედიცინის დოქტორი ირინე ა. კორინთელი, პროფესორი  ყარამან ფაღავა,   თსსუ, თბილისი, საქართველო; 

ღონისძიების დასასრულს გაიმართა დისკუსია.