გერმანიაში ქართველ მეცნიერთა ერთობლივი მონოგრაფიული ნაშრომი გამოიცა

გერმანიაში გამოიცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის დეპარტამენტის პროფესორ ყარამან ფაღავას, აკადემიკოს თენგიზ ურუშაძისა და გეოლოგიის დოქტორის ელინა ბაქრაძის მონოგრაფია -„Impact of Heavy Metals in Soil on Health of Children and Adolescents (Example of Georgia)“. ნაშრომში განხილულია ნიადაგში მძიმე მეტალების შემცველობის მატების გავლენა ახალშობილთა თანდაყოლილი ანომალიების განვითარებაზე. კვლევის ფარგლებში აღებული იქნა სინჯები  სხვადასხვა ნიადაგში მძიმე მეტალობის - Fe, Mn, Pb, Zn, Cu შემცველობის შესახებ და გაანალიზდა ამავე რეგიონებში ზოგიერთი ე.წ. ეკოლოგიური დაავადების სიხშირე. 

კვლევის შედეგებით დადგინდა  ნიადაგში ტყვიისა და მანგანუმის მატებასა და ახალშობილებში თანდაყოლილი ანომალიების  ინციდენტობის ზრდას შორის მკვეთრი კორელაციური კავშირის არსებობა.