თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრის ექიმებისთვის „მასწავლებელთა (ტრენერთა) ტრენინგი“ ჩატარდა

2021 წლის 9-13  თებერვალს, „თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრის“ ექიმებისთვის,  ჰიბრიდულად ჩატარდა  „ მასწავლებელთა (ტრენერთა) ტრენინგ-პროგრამა“ .

9-11 თებერვალს ტრენინგი ჩატარდა ქ. თბილისში, ონლაინ რეჟიმში. 12-13 თებერვალს კი, გენერალური დირექტორის კახა ნურალიძის მიწვევით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ზაზა ბოხუამ ტრენინგი ჩაატარა ქ. ქუთაისში.  ტრენინგში მონაწილე ყველა ექიმი სარეზიდენტო პროგრამაში ჩაერთვება მოდულზე პასუხისმგებელი პირის სტატუსით.

ტრენინგი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების სრული დაცვით მიმდინარეობდა.