თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის მოლეკულური გენეტიკის ლაბორატორიაში, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებისთვის, უკვე მეორედ ჩატარდა არჩევითი სასწავლო კურსი „ლაბორატორიული გენეტიკის და გენომიკის პრინციპები".
მეცადინეობები არადისტანციურ რეჟიმში, შესაბამისი ეპიდემიოლოგიური რეგულაციების დაცვით მიმდინარეობდა.
სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტებმა შეასრულეს სამეცნიერო პროექტი შემდეგი მეთოდების გამოყენებით: დნმ-ის ექსტრაქცია, დნმ-ის რაოდენობრივი ანალიზი, გელ ელექტროფორეზი, გენოტიპირება და პოლიმორფიზმის ანალიზი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის გამოყენებით (PCR), ალელსპეციფიკური პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია რეალურ დროში (RT-PCR) და სხვა.