თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტ გიგი გორგაძის წარმატება

18 მაისს სამარყანდის (უზბეკეთი) სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ონლაინ რეჟიმში, გაიმართა საერთაშორისო სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა რიგით 75-ე კონფერენცია- "Modern Medicine and Pharmacy: new approaches and current research".   

კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინა 200-ზე მეტმა სტუდენტმა თექვსმეტი სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  მედიცინის ფაკულტეტის IV სემესტრის სტუდენტმა გიგი გორგაძემ. თსსუ-ის წარმომადგენელმა კონფერენციის პლენარულ სესიაზე მოახსენა თემა - „The COVID-19 patients complicated with Pneumonia according to age and gender In First University Clinic of Tbilisi State Medical University, Georgia”, (სამეცნიერო ხელმძღვანელები: სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, პროფესორი ლევან რატიანი). 

გიგი გორგაძის კვლევითმა ნაშრომმა დიდი ინტერესი და მაღალი შეფასება მიიღო  და მომხსენებელთა შორის II ადგილი დაიკავა.  აღსანიშნავია, რომ გიგის მეორე მოხსენება - „COVID-19 vaccination and hypersensivity reactions“ დაიბეჭდება სამარყანდის სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო ნაშრომთა კრებულში. 

წარდგენილი ნაშრომის საფუძველზე გიგი აირჩიეს კონფერენციის საკონკურსო ჟიურის წევრად.