გასვლითი სხდომა პროექტ ,,CARE/ZRUNVA”-ს ფარგლებში

ემორი-საქართველოს სუფთა ჰაერის კვლევით-საგანმანათლებლო პროექტ ,,CARE/ZRUNVA”-ს ფარგლებში 2021 წლის 2-4 ივნისს გაიმართა გასვლითი სხდომა რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის,  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

პროექტი ,,CARE/ZRUNVA” ხორციელდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო სკოლის ბაზაზე და მიზნად ისახავს საქართველოში არაგადამდებ დაავადებებთან და გარემოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კვლევების ჩატარების შესაძლებლობების განვითარებას ტრენინგის, სწავლების და პრაქტიკის გზით. პროექტის ფარგლბში მიმდინარეობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო სკოლის  მაგისტრანტების და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დოქტორანტების დაფინანსება და სწავლება. აღსანიშნავია, რომ პროექტი ასევე ითვალისწინებს შერჩეული სტუდენტების გამგზავრებას ემორისა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტებში სადაც ისინი სხვადასხვა სასწავლო მოდულებს გაივლიან.  

შეხვედრაზე, პროექტში ჩართულმა მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა უცხოელ მენტორებს და პროექტის განმახორციელებელ საერთაშორისო სპეციალისტებს წარუდგინეს პრეზენტაციები კვლევის მიმდინარების შესახებ.

ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებმა მოისმინეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდები დაავადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლელა სტურუას; საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო სკოლის დირექტორის, პროფესორ ლევან ბარამიძის; ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის დეპარტამენტი ასოცირებული პროფესორის ნინო კილაძის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კვლევის ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის, თსსუ-ის საოჯახო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პროფესორ გივი ჯავაშვილის ლექციები. 

შეხვედრაზე, პროექტის განმახორციელებელმა საერთაშორისო სპეციალისტებმა: კარლა ბერგმა, კარმენ მარსიტიმ და ნოა სკოვრონიკმა (ემორის უნივერსიტეტი, აშშ) დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ონლაინ მოხსენებები გარემოს ჯანმრთელობისა და ეკოლოგიის აქტუალურ საკითხებზე. 

ღონისძიებაზე, დაისახა შემდგომი ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.