სამუშაო შეხვედრა პროექტ SQUARE- ის ფარგლებში

2021 წლის 5-7 ივლისს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ერაზმუს+-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის SQUARE –Strenthening the Quality and Relevance of the 3rd mission in Georgian Universities (მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში) ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ: ვიცე-რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი გიორგი ჭიჭინაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის „ერაზმუს +“-ის ოფისის კოორდინატორი ნინო კანდელაკი და კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი პირდარა ნოზაძე.

პროექტის მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გააუმჯობესოს მესამე მისიის აქტივობების ხარისხი და შესაბამისობა, შეიმუშავოს უნივერსიტეტებისთვის სახელმძღვანელო დოკუმენტი მესამე მისიის აქტივობების დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასებისთვის. ამ ამოცანების განხორციელებაში ჩართულია 8 ქართული და 3 ევროპული უნივერსიტეტი (საფრანგეთის უნივერსიტეტი-CNAM, ფინეთის ტურკუს უნივერსიტეტი, პორტუგალიის პორტოს უნივერსიტეტი) საერთაშორისო სააკრედიტაციო სააგენტო EFMD, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

შეხვედრის მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგი, რომელსაც უძღვებოდნენ უცხოელი პარტნიორები, სამუშაო ჯგუფის მიერ განხილული იქნა პროექტის მართვასთან დაკავშირებული საკითხები და დაიგეგმა სამომავლო აქტივობები.