თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი, მოწვეული მასწავლებლები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყების დღიდან აქტიურად არიან ჩართულნი ამ პროცესში, შედეგად, 2021 წლის 19 აგვისტოს მონაცემებით:
• თსსუ-ის აკადემიური პერსონალი - ვაქცინირებულია 95%-ზე მეტი;
• თსსუ-ის მოწვეული მასწავლებლები - ვაქცინირებულია 95%-ზე მეტი;
• თსსუ-ის ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი - ვაქცინირებულია 90%-ზე მეტი;
• თსსუ-ის საქართველოს მოქალაქეობის მქონე სტუდენტები - ვაქცინირებულია 80%-ზე მეტი.
ვაქცინაცია გრძელდება...
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - უსაფრთხო უნივერსიტეტი