თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, კორონავირუსთან ბრძოლაში სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართულობასთან დაკავშირებით მადლობის წერილები მიიღო.
აქტიური თანამშრომლობისა და მაღალი სამედიცინო ცოდნის მქონე სტუდენტების მომზადებისთვის სს კლინიკა ,,ჯერარსი“- ს დირექტორი ირმა მჟავანაძე, შპს ,,ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ დირექტორი სოლომონ ფუტკარაძე და შპს ,,კლინიკა ბომონდი“-ს დირექტორი, პროფესორი მამუკა მიქაძე თსსუ-ის უნივერსიტეტს მადლობას უხდიან.
წერილებში აღნიშნულია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები დიდ გულისხმიერებასა და პროფესიულ ერთგულებას იჩენენ თითოეული პაციენტის დასახმარებლად, შესაბამისად, სტუდენტებს დიდი ღვაწლი აქვთ კოვიდ პანდემიასთან ბრძოლაში.