საინფორმაციო შეხვედრა ორსულებში ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერისა და კოვიდ-19 - ის მართვის შესახებ

2021 წლის 20-24 სექტემბერს სამეგრელოში, აჭარასა და  სამცხე–ჯავახეთში რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მიმწოდებლებთან გაიმართა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ორსულებში ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერისა და კოვიდ-19 - ის მართვასთან დაკავშირებით.

საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა, მეანობა-გინეკოლოგიისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ზაზა ბოხუამ და  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნიკოლოზ კინტრაიამ.

შეხვედრაზე განიხილეს ორსულებში ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერა და  კოვიდ-19 - ის მართვასთან დაკავშირებული შუალედური კლინიკური რეკომენდაციები. 

ცნობისთვის, ღონისძიება გაეროს მოსახლეობის ფონდის  (UNFPA) საქართველოს ოფისის ორგანიზებით, პარტნიორების National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH) და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  მხარდაჭერით ჩატარდა.