თსსუ-ის ვიცე-რექტორის, პროფესორ სოფიო ბახტაძის ვიზიტი პოლტავის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2021 წლის 7 ოქტომბერს უკრაინის ქალაქ პოლტავაში ჩატარდა პოლტავის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება. საზეიმო ღონისძიება შედგა პოლტავის აკადემიურ მუსიკალურ- დრამატულ თეატრში. ღონისძიებას ესწრებოდნენ დელეგაციები სხვადასხვა ქვეყნიდან (ლიტვა, მოლდოვა, ესპანეთი და სხვა).

აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან იუბილეს დაესწრო თსსუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი სოფიო ბახტაძე, მან მისასალმებელ სიტყვაში ისაუბრა უკრაინელი და ქართველი ხალხის მეგობრობის შესახებ, ხაზი გაუსვა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და პოლტავის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას. 

პოლტავის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ვიაჩესლავ ჟდანმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პროფესორ სოფიო ბახტაძეს აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის და გამოთქვა მზადყოფნა თსსუ-სა და პოლტავის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის  თანამშრომლობის გაღრმავებისათვის.