ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების შეხვედრა სტუდენტებთან

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებამ  2021 წლის 26 ოქტომბერს სტუდენტებთან  შეხვედრა გამართა.

სამეცნიერო საზოგადოების ხელმძღვანელებმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს  მიაწოდეს  დეტალური ინფორმაცია საზოგადოების ისტორიის, სტრუქტურის, მუშაობის პრინციპებისა და მიზნების შესახებ. სტუდენტები, ასევე, გაეცნენ საზოგადოების აქტივობებს, პროექტებს, რომელთაც ტრადიციული ხასიათი აქვთ და საკმაოდ ხშირად იმართება.  

შეხვედრის ბოლოს სტუდენტებმა გამოთქვეს საზოგადოებაში გაწევრიანების სურვილი.

ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო საქმიანობაში და მომავალშიც ბევრ საინტერესო, შემეცნებით და ინფორმატიულ პროექტებს გეგმავს.