თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორის ლუიზა გაბუნიას ვიზიტი საფრანგეთში

2021 წლის ნოემბერს საფრანგეთის ქალაქ მეცში რობერტ შუმანის კონგრეს-ცენტრში, ლორაინის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი - „Science and you – 2021”. 

კონგრესზე დელეგატის სტატუსით მიწვეული იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია, რომელმაც წარადგინა სტენდური მოხსენება  თემაზე - „ Knowledge and Attitude towards Scientific Research Skills in Students  at Tbilisi State Medical University“.  

კონგრესის ფარგლებში, ასევე, გაიმართა პარტნიორული შეხვედრები სამეცნიერო ინოვაციებისა და კვლევების მიმართულებით. შეხვედრაზე ასოცირებულმა პროფესორმა ლუიზა გაბუნიამ და კონგრესის მონაწილეებმა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.