კლაიპედას (ლიეტუვა) გამოყენებით მეცნიერებათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა ფაკულტეტის პედაგოგის, ფიზიკური თერაპევტის ვიზიტი თსსუ-ში

Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, კლაიპედას (ლიეტუვა) გამოყენებით მეცნიერებათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა ფაკულტეტის პედაგოგმა, ფიზიკურმა თერაპევტმა მარტინას რამანაუსკასმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ლექციები და ტრენინგები გამართა.

სწავლება კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში მიმდინარეობდა. ლექციების კურსი ითვალისწინებდა კლინიკური უნარების ახალი მეთოდების გაცნობას. კერძოდ, ზედა კიდურების დაზიანების პრევენციასა და სარეაბილიტაციო პროცესების მართვას.

აღსანიშნავია, რომ Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, 2022 წლის გაზაფხულზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტის პედაგოგი ხათუნა ურუშაძე გაემგზავრება კლაიპედას გამოყენებით მეცნიერებათა სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო ზაფხულზე იგეგმება ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სამი მეხუთე სემესტრელი სტუდენტის ვიზიტი ამავე უნივერსიტეტში.