თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კულტურის ცენტრის კონცერტი

2021 წლის დეკემბერის ბოლოს, თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კულტურის ცენტრმა სრულად აღადგინა ანსამბლებისა და შემოქმედებითი ჯგუფების საქმიანობა  და თავისი ერთგული მაყურებელის  წინაშე  კონცერტით წარსდგა.   

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლი - “ქართული ფოლკლორი” (სოლისტები: სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი - ნინო ჯმუხაძე და ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტი - ირაკლი ბიბინეიშვილი);  ვაჟ მომღერალთა გუნდი; ტრადიციული მუსიკის გოგონათა ანსამბლი-,,დეკა“; კლასიკური მუსიკის ჯგუფი (სოლისტები: მედიცინის ფაკულტეტის  სტუდენტები: ნიკოლოზ იმნაძე, გიგი გორგაძე და საბა ფანჩულიძე); თანამედროვე და სამეჯლისო ცეკვების ანსამბლი - "ვეგა".

აღსანიშნავია, რომ კონცერტზე სადებიუტო სიმღერით ახლად დაარსებული ვოკალური ანსამბლიც წარსდგა, რომლის ერთ-ერთი სოლისტი მედიცინის ფაკულტეტის  სტუდენტი, სატელევიზიო მუსიკალური შოუების "ვოისი" და "ნიჭიერი" ნახევარფინალისტი -  სალომე ხუჯაძეა.   

კონცერტი გაიმართა ეპიდემიოლოგიური რეგულაციების სრული დაცვით.