თეატრი ჰიგია 20 წლისაა

2021 წლის 27 და 29 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა თეატრმა „ჰიგიამ“ ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის მოთხრობის მიხედვით შექმნილი სპეკტაკლი ,,პატარა უფლისწული“ წარადგინა.

ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი მოთხრობა სცენაზე რეჟისორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, თეატრ ,,ჰიგიას“  დამაარსებელმა - ნათია გუჯაბიძემ გააცოცხლა. 

სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალური დასი 2001 წელს დაარსდა და ამ ორი ათეული წლის განმავლობაში  საკუთარი ხელწერისა და დახვეწილი პროფესიონალური თვისებების შეძენა მოახერხა. მისი ისტორია მრავალ წარმატებულ სპექტაკლს ითვლის. უკანასკნელმა პრემიერამაც კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მსახიობები – თსსუ–ის სტუდენტები: გიორგი სანიკიძე, კონსტანტინე ჯინჭარაძე, თორნიკე ღუდუშაური, გიორგი თაბაგარი, თაკო ხორავა, თაკო ბოგველი, ნინი ებიტაშვილი, ხვიჩა სებუა, მეკო შელია, ქეთი ნოზაძე, მაშო კვინიხიძე,  ელენე შაფათავა, ანანო სიდამონიძე, ფეფე გოგნაძე, ქეთი სურმანიძე, სოფიო ცინცაძე, ინა ნიქაბაძე, თათა პაპაშვილი, სალომე ხუტაშვილი, ლიკა მიქელაძე, მარიამ ბექანიძე, ანა ავეტისიანი, ლიკა უზუნაშვილი, ნინი სუთიაშვილი, მარიკა კვარაცხელია სამსახიობო ოსტატობით არ ჩამოუვარდებიან  პროფესიონალ მსახიობებს.

ტრადიციულად სპექტაკლმა მაყურებლის დიდი  მოწონება დაიმსახურა. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს თეატრ „ჰიგიას“ საიუბილეო თარიღს და წარმატებულ პრემიერას და მისგან მომავალშიც არაერთ საინტერესო სპექტაკლს ელის.