თსსუ-ის დოქტორანტი მარიამ კეკენაძე სადოქტორო კვლევის ფარგლებში ვიზიტით ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში იმყოფებოდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი, მარიამ კეკენაძე სამეცნიერო ვიზიტით (3 თვე) ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში, ნევროლოგიის ინსტიტუტსა და ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ნაციონალურ კლინიკაში იმყოფებოდა.

ნევროლოგიის ინსტიტუტში (ION) თსსუ-ის დოქტორანტი ატარებდა სამეცნიერო კვლევებს. მან შეისწავლა გენეტიკური კვლევის ახალი მეთოდები და მათი დიაგნოსტიკური ღირებულება. პროცესს ხელმძღვანელობდა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ნეიროგენეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი პროფესორი ჰენრი ჰოლდენი.

სადოქტორო კვლევა ხორციელდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯს შორის თანამშრომლობის ფარგლებში. იგი ითვალისწინებს ლაბორატორიული ნაწილის შესრულებას ლონდონის ნევროლოგიის ინსტიტუტში. კვლევის ხელმძღვანელები არიან: თსსუ-ის პროფესორი მაია ბერიძე და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორი ჰენრი ჰოლდენი.

მარიამ კეკენაძე შემდგომი კვლევებისთვის დიდ ბრიტანეთში გამგზავრებას კვლავ აპირებს.