ჰიბრიდულ ტრენინგზე -მასწავლებელთა (ტრენერთა) ტრენინგ პროგრამა

პროფესორი ზაზა ბოხუა, სსიპ–თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, მეანობა–გინეკოლოგიისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დეპარტამენტის  ხელმძღვანელი, 2022 წლის 08-09 აპრილს მივლინებით  იმყოფებოდა ქ. ბათუმში ჰიბრიდულ ტრენინგზე "მასწავლებელთა (ტრენერთა) ტრენინგ პროგრამა", "შპს ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ექიმებისთვის.


ტრენინგს ესწრებოდა აღნიშნული ცენტრის 12 ექიმი რეგულაციების სრული დაცვით, შეხვედრამ  ჩაიარა მეგობრულ გარემოში და იყო ძალიან პროდუქტიული.


ტრენინგში მონაწილე ექიმები, შემდგომში ჩაერთვებიან  სარეზიდენტო პროგრამებში მოდულზე  პასუხისმგებელი პირის  სტატუსით.