ანესთეზიოლოგებისა და რეანიმატოლოგების ტრენინგები თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში

2022 წლის 3 - 6 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ანესთეზიოლოგებისა და რეანიმატოლოგებისთვის ჩატარდა  სავალდებულო ტრენინგები -  "სპინალური ანესთეზია პერინატალურ მედიცინასა და სამეანო პრაქტიკაში"  (სახელმწიფო აკრედიტაცია #0206, 12 უპგ ქულა) და "ეპიდურული ანესთეზია პერინატალურ მედიცინასა და სამეანო პრაქტიკაში"  (სახელმწიფო აკრედიტაცია #0207, 12 უპგ ქულა).

ტრენინგს უძღვებოდა თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის უფროსი ანესთეზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ვახტანგ შოშიაშვილი.