2022 წლის 14-21 მაისს, საჩხერის სამედიცინო ცენტრის ექთნებისთვის გადაუდებელი მდგომარეობების მართვაზე ტრენინგები ჩატარდა.
სასწავლო კურსი, რომელიც მოიცავს როგორც პრაქტიკულ ისე თეორიულ ცოდნას, მიზნად ისახავს ექთნების მომზადებას განსაკუთრებული შემთხვევებისთვის.
სწავლების კურსს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის მთავარი სპეციალისტი, მედიცინის აკადემიური დოქტორი გოჩა აბუთიძე უძღვებოდა.
აღსანიშნავია, რომ საჩხერის სამედიცინო ცენტრი წარმატებით აგრძელებს ტრადიციას და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აქტიურად არის ჩართული სამედიცინო განათლების პროცესში.