2022 წლის 15 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტში ჩატარდა ყოველწლიური კონფერენცია - „სოციოლოგია მედიცინაში“. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის მეორე სემესტრის სტუდენტებმა: ელენე კამლაძემ, ნატა სურმავამ, მაია ფაილოძემ, გიორგი იმედაშვილმა, ანი მეიფარიანმა, სალომე ნიკოლაიშვილმა, ანა ჩიხლაძემ, მარიამ მუმლაძემ ,ელენე ხაჩიძემ,მარიამ გომურაშვილმა, ქეთი ქებაძემ, თამარ გოჩაშვილმა, იოსებ პერტაიამ, ელენე ჭიტაძემ, მარიამ ხაბეიშვილმა.
სტუდენტებმა წარმატებით წარმოადგინეს კვლევები საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის პრიორიტეტული პრობლემების შესახებ.