თსსუ-ის წარმომადგენლის ვიზიტი კლერმონ ოვერნის უნივერსიტეტში

2022 წლის 30 მაისდან 3 ივნისამდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჯანმრთელობის ხელშეწყობის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი თეა ქოჩორაძე-მარღიშვილი იმყოფებოდა   კლერმონ ოვერნის უნივერსიტეტში (საფრანგეთი).

ვიზიტი განხორციელდა საერთაშორისო პროექტის „საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევითი შესაძლებლობების ამაღლება კვლევისა და განვითარების ერთეულების განვითარების გზით (HERD)“ (პროექტის ნომერი: 598207-EPP-1-2018-1-GE-EPPKA2-CBHE-SP) ფარგლებში.

კლერმონ ოვერნის უნივერსიტეტში თსსუ-ის წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო სეზონურ სკოლაში, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ საქართველოს 12 უნივერსიტეტის და განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები.

მასპინძელი უნივერსიტეტის მხრიდან მოხდა საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება კვლევის მენეჯმენტისა და ხელშეწყობისთვის, ასევე ტექნიკურ ტრანსფერთან მიმართებაში შეჯამდა პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარებული სამუშაოები.

შემდგომი თანამშრომლობის განხორციელების მიზნით დაიგეგმა სამომავლო აქტივობები.