დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრმა ,,იავნანა" კიდევ ერთ მნიშვნელოვან ტრენინგს უმასპინძლა, რომელსაც რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების მეან-გინეკოლოგები ესწრებოდნენ. ტრენინგი მიზნად ისახავდა ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის ძირითადი ასპექტებისა და გამოწვევების განხილვას.
ორდღიან ტრენინგს უძღვებოდნენ:
ზაზა ბოხუა - პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივესიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, თსსუ-ის მეანობა-გინეკოლოგიის და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
გიორგი ცერცვაძე - მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივესიტეტის კლინიკის პროფესორი;
ტრენინგის მონაწილე მეან-გინეკოლოგებს უწყვეტი სამედიცინო განათლების სპეციალური კრედიტ ქულები მიენიჭად.