სოლიდარობის ფონდის წარმომადგენლების ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2022 წლის 8 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია  სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ეკა ფესტვენიძე. მან უნივერსიტეტის თანამშრომლებისათვის წარმოადგინა პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე-რექტორები პროფესორები ხათუნა თოდაძე და სოფიო ბახტაძე, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები.

პრეზენტაციის ფარგლებში დეტალურად იყო წარმოდგენილი ფონდის საქმიანობა და მიზნები, ფონდისთვის შეწირულობის სხვადასხვა მოსახერხებელი ფორმები.

ეკა ფესტვენიძის განცხადებით, საქართველოში მცხოვრები თითოეული დასაქმებულის მიერ შეწირული თუნდაც ერთი ლარი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს  ქვეყანაში 22 წლამდე ასაკის ბავშვთა და მოზარდთა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის დაფინანსების პრობლემას. 

როგორც თსსუ–ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ აღნიშნა,  უნივერსიტეტი რამდენიმე წელია ჩართულია ამ მნიშვნელოვან საქმიანობაში და სურვილი გამოთქმა, რომ კიდევ უფრო აქტიურად მოხდეს საქართველოს სოლიდარობის ფონდის სლოგანის – „სიკეთე გადამდებია“ მხარდაჭერა.

თანხის  შეწირვა ფონდისთვის ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია ნებაყოფლობით, საკუთარი განაცხადის საფუძველზე, რომელიც უნდა წარადგინოთ უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახურში.

საქართველოს სოლიდარობის ფონდის საბანკო რეკვიზიტები.

ინფორმაცია საქართველოს სოლიდარობის ფონდის შესახებ.