თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტთა გამოსაშვები ღონისძიება - 2022

2022 წლის 20 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.

კურსდამთავრებულებს ეს ღირსშესანიშნავი დღე მიულოცეს: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ხათუნა თოდაძემ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა მარინა ციმაკურიძემ, ასოცირებულმა პროფესორმა დევი ტაბიძემ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებმა: მარიამ ომარაშვილმა, ნანა ურიგაევამ და ზურაბ ვაშაძემ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს თითოეულ კურსდამთავრებულს ამ მნიშვნელოვან დღეს, უსურვებს მათ კარიერულ წინსვლას და წარმატებულ მომავალს!