2022 წლის 25 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.
მედიცინის ფაკულტეტის 400-ზე მეტ კურსდამთავრებულს ეს ღირსშესანიშნავი დღე მიულოცეს: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რუსუდან რუხაძემ და კურსდამთავრებულმა ნინო სახანბერიძემ.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი თითოეულ კურსდამთავრებულს უსურვებს კარიერულ წინსვლას და წარმატებულ მომავალს!