2022 წლის 11-12 ოქტომბერს ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში გაიმართა „ტვინის ინოვაციის დღეები“, რომელსაც დაესწრო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი სოფიო ბახტაძე. აღნიშნული ღონისძიება ყოველწლიურად იმართება და მისი ორგანიზატორია ევროპის ტვინის საბჭო. აღსანიშნავია, რომ ევროპის ტვინის საბჭო წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს ევროპის წამყვან ნევროლოგიურ და ფსიქიატრიულ ასოციაცებსა და საზოგადოებებს.
აღნიშნულ ღონისძიებაზე პროფესორი სოფიო ბახტაძე იმყოფებოდა ევროპის პედიატრიული ნევროლოგიური საზოგადოების დელეგატის სტატუსით. თსსუ-ის ვიცე რექტორმა ისაუბრა ევროპის პედიატრიული ნევროლოგიური საზოგადოების ეგიდით ამჟამად მიმდინარე და 2023 წელს დაგეგმილი სამეცნიერო პროექტებისა და საგანმანათლებლო ღონისძიებების შესახებ. პროფესორ სოფიო ბახტაძის მოხსენებამ დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.