2022 წლის 18 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით ჩატარდა "მეექვსე სამედიცინო სასწავლო კონფერენცია – 6th Medical Teaching Conference [MTC]".
კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარედგინათ მოხსენებებები მედიცინის უახლეს მიღწევებსა და მკურნალობის ინოვაციურ მეთოდებზე. ღონისძიებაზე წარდგენილი მოხსენებებიდან ჟიურის მიერ დასახელდა სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორი:
ნიკოლოზ ცომაია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პირველი სემესტრის სტუდენტი - "უჯრედის პროგრამირებული სიკვდილის როლი ნერვული ქსოვილის განვითარებაში";
ირაკლი ყაზაიშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მეთერთმეტე სემესტრის სტუდენტი - "კომბინირებული ენდოვასკულარული და მიკროქირურგიული მკურნალობა ცერებროვასკულარული დაავადებების დროს";
გიგი გორგაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მეშვიდე სემესტრის სტუდენტი - "SARS-COV-2 ვაქცინის დამცველობითი როლი COVID-19- ის მქონე ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში მძიმე დაავადებისა და სიკვდილიანობის პრევენციისთვის".
აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული მოხსენებები დაიბეჭდება ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების სამეცნიერო ნაშრომთა ყოველწლიურ კრებულში.