2022 წლის 9-11 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სკოლა-კონფერენცია მედიცინისა და ჯანდაცვის მეცნიერებებში.
საერთაშორისო სკოლა-კონფერენციის მიზანი იყო საბაზისო, კლინიკური და ბიომედიცინის უახლესი სამეცნიერო კვლევების შედეგების განხილვა და გავრცელება.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც აკადემიურმა პერსონალმა, ასევე, მოწვეულმა მასწავლებლებმა, მკვლევარებმა, სტუდენტებმა და რეზიდენტებმა.
ორგანიზატორები იყვნენ:
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნირო უნარ-ჩვევების ცენტრი;
ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური კვლევების ინსტიტუტი (IKSAD, თურქეთი).