საჯარო ლექცია „ტვინის სიკვდილი“

2022 წლის 16 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კლინიკური ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ მარინე ჯანელიძის საჯარო ლექცია „ტვინის სიკვდილი“  გაიმართა. 

ღონისძიება სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბ „ენდევორი-ს“ ეგიდით ჩატარდა. ლექციას ესწრებოდნენ თსსუ-ის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი. 

აუდიტორიის დიდი ინტერესისა და ჩართულობის გამო საჯარო ლექციის ბოლოს გაიმართა დისკუსია.