თსსუ-ის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლებისა და შემოქმედებითი ჯგუფების საახალწლო კონცერტი

2022 წლის 22 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერასიტეტის თეატრალურ დარბაზში ჩატარდა თსსუ-ის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლებისა და შემოქმედებითი ჯგუფების საახალწლო კონცერტი. 

კონცერტში ქართველ სტუდენტებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტები.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო:  ქართული ფოლკლორული ნომრები, რომლებიც სიმღერისა და ცეკვის სახალხო, დამსახურებელმა  ანსამბლმა (ანსამბლის ხელმძღვანელი, კულტურის ცენტრის დირექტორი - ბადრი მაჭავარიანი, ლოტბარი - დავით რატიანი, მთავარი ქორეოგრაფი - დავით უგრეხელიძე, ქორეოგრაფი - ინეზა კუპრეიშვილი) შეასრულა; თანამედროვე ცეკვები  (ანსამბლი "ვეგა", ხელმძღვანელი - ია კვირიკაშვილი); თანამედროვე სიმღერები (ვოკალური ანსამბლი, ხელმძღვანელი - მაკა არველაძე); კლასიკური მუსიკის ნაწარმოებები (ხელმძღვანელი - გოდერძი ჩიტაიშვილი).

ტრადიციულად, კონცერტმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.