2023 წლის 11 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმისა და ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით მოსწავლეთა II რესპუბლიკური კონფერენცია „ხალხური მედიცინა ქართული კულტურის საგანძური“ გაიმართა.
ტრადიციულად კონფერენციის მასპინძელი თსსუ-ის უნივერსიტეტის მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი იყო. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის (აჭარა, სამეგრელო, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი, კახეთი, თბილისი) სკოლების მოსწავლეებმა.
კონფერენციას ესწრებოდნენ თსსუ-ის პროფესორი, აკადემიკოსი რამაზ შენგელია, პროფესორი ალიოშა ბაკურიძე, თსსუ-ის მოწვეული მასწავლებელი, ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი ნანი ხელაია;
ღონისძიებაზე წარდგენილი 35 თემიდან შეირჩა 15 საუკეთესო ნაშრომი, რომლის ხელმძღვანელები და ავტორები დაჯილდოვდნენ საჩუქრებითა და დიპლომებით.
გარდა ამისა, სტუმრებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის განახლებული გამოფენა.