2023 წლის 9 და 10 მარტს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის მთავარი სპეციალისტის, მედიცინის აკადემიური დოქტორის - გოჩა აბუთიძის მიერ ჩატარდა ტრენინგი თემაზე ,,გადაუდებელი მდგომარეობების მართვა''.
სასწავლო კურსი, რომელიც მოიცავს როგორც პრაქტიკულ ისე თეორიულ ცოდნას, მიზნად ისახავს ექთნების მომზადებას განსაკუთრებული შემთხვევებისთვის.