თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საექთნო საქმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების სტაჟირება ხორვატიაში

2022 წლის 03 ოქტომბრიდან 2023 წლის 24 თებერვლის ჩათვლით, ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საექთნო საქმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ეთერ მახარაძე და მარიამ ქოქაშვილი იმყოფებოდნენ სტაჟირებაზე ხორვატიაში, ზადარის უნივერსიტეტში.

საექთნო საქმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ესწრებოდნენ პრაქტიკულ და სალექციო კურსებს, გაიზიარეს მასპინძელი პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების გამოცდილება, რამაც ხელი შეუწყო მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლებას.

,,ჩვენთვის ეს იყო პირველი შანსი გავცნობოდით სამედიცინო, კერძოდ, საექთნო განათლების სტრუქტურას საზღვარგარეთ, ამასთანავე, ხორვატი ერის კულტურას. ასევე, სტაჟირების პერიოდში შესაძლებლობა მოგვეცა, გავცნობოდით ადგილობრივ და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუდენტებს. მიღებული გამოცდილება დიდ გავლენას იქონიებს ჩვენს კარიერაზე და დაგვისახავს ახალ პერსპექტივებს“ - აცხადებენ სტუდენტები.

საექთნო საქმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები მადლობას უხდიან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, პროფესორ-მასწავლებლებსა და Erasmus + ინსტიტუციურ კოორდინატორს, ქალბატონ ნინო კანდელაკს.