თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის კურსდამთავრებულები რეზიდენტურას ამერიკის შეერთებულ შტატებში გაივლიან

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის  კურსდამთავრებულებმა წარმატებით გაიარეს აშშ-ის სარეზიდენტო პროგრამაში ჩართვისთვის საჭირო ყველა ეტაპი და არჩეულ საექიმო სპეციალობას აშშ-ის სხვადასხვა კლინიკაში დაეუფლებიან. შინაგანი მედიცინა, ქირურგია, საოჯახო მედიცინა, პედიატრია, ნევროლოგია მედიცინის ის მიმართულებებია, რომლებიც დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის კურსდამთავრებულებს  შემდგომი კარიერული წინსვლისთვის ფართოდ უღებს კარს. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს თავის კურსდამთავრებულებს და დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ამ დიდ წარმატებას! 

- პრანაი შაჰ აჯაი   - ქირურგია - Emory University School of Medicine  (ჯორჯიის შტატი);

- დიანა კერატიშვილი - შინაგანი მედიცინა  - Ascension Saint Francis (ილინოისის შტატი);

- მოჰამმედ ბილალ მუნეერ - პედიატრია - SUNY HSC (ნიუ-იორკის შტატი);

- თამარ თამარაშვილი - საოჯახო მედიცინა - Louisiana State University (ლუიზიანას შტატი);

- ჩანდრაკუმარან აბივარმა - ზოგადი ქირურგია - John Hopkins University (მერილენდის შტატი);

- ზურაბი ზაალიშვილი - შინაგანი მედიცინა - Cleveland Clinic Foundation (ოჰაიოს შტატი);

- ანა გოგოლაშვილი - შინაგანი მედიცინა - Salem Hospital (მასაჩუსეტსის შტატი);

- აშვინ აჩუტაპრასად - ნევროლოგია - Houston Methodist Hospital (ტეხასის შტატი);

- რომან კარაგულიანი - შინაგანი მედიცინა - Virtua Health (ნიუ ჯერსის შტატი);

- ლეკჰა კართიკეიან - საოჯახო მედიცინა - Henry Ford Health (მიჩიგანის შტატი);

- თრინითა რობინსონ - პედიატრია - Brooklyn Hospital Center (ნიუ-იორკის შტატი);

- გიორგი ქოჩიაშვილი - შინაგანი მედიცინა - Mary Washington Healthcare (ვირჯინიის შტატი);

- სალომე უალშ - შინაგანი მედიცინა - SUNY Upstate Medical University (ნიუ-იორკის შტატი).

დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2013 წლიდან ხორციელდება და დღეისთვის საქართველოში ყველაზე მოთხოვნად სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამას წარმოადგენს, შეიქმნა თსსუ-ისა და ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის (ატლანტა, აშშ) ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, ქართული და საერთაშორისო საგანმანათლებლო კანონმდებლობისა და სტანდარტების შესაბამისად.