ტრენინგი ,,გადაუდებელი მდგომარეობების მართვა''

2023  წლის  23 - 24  მარტს  თსსუ-ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტში, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო კვლევითი ცენტრი  ,,უნიდენტი" -ს  სამედიცინო  პერსონალისთვის  ჩატარდა  ტრენინგი თემაზე ,,გადაუდებელი მდგომარეობების  მართვა''.

პროგრამას უძღვებოდა თსსუ-ის  დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების  ინსტიტუტის მთავარი სპეციალისტი,  მედიცინის აკადემიური დოქტორი  გოჩა აბუთიძე.