გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, ყოველი წლის 11 თებერვალი გამოცხადდა მეცნიერ-ქალთა დღედ. წელს ამ მნიშვნელოვანი დღის აღნიშვნას შეუერთდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
თსსუ-ში შეიქმნა კომისია, რომელიც ყოველწლიურად შეარჩევს წარმატებულ მეცნიერ ქალს.
კომისიის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით და შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით, 2022 წლის წარმატებული მეცნიერი ქალის ტიტული მოიპოვა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაცევტული ბოტანიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დალი ბერაშვილმა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს პროფესორ დალი ბერაშვილს ამ აღიარებას.