2023 წლის 10 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტში, სპეციალობის „ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“ მაძიებელთათვის გაიმართა ლექცია „ტკივილის ინვაზიური მართვა“, რომელსაც ექიმი-ანესთეზიოლოგი კახაბერ ბუცხრიკიძე უძღვებოდა.
შეგახსენებთ, ყოველი თვის მეორე პარასკევს, თსსუ-ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით, სპეციალობის „ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“ მაძიებელთათვის იმართება ლექცია/პრეზენტაციები, რომელსაც დარგის წამყვანი სპეციალისტები უძღვებიან.