უწყვეტი სამედიცინო განათლების დასწრებული პროგრამა - გადაუდებელი მდგომარეობები მეანობა-გინეკოლოგიაში

2023 წლის  7-8 აპრილს თსსუ-ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების  ინსტიტუტში, მეან-გინეკოლოგებისთვის ჩატარდა უწყვეტი სამედიცინო განათლების დასწრებული პროგრამა "გადაუდებელი მდგომარეობები მეანობა-გინეკოლოგიაში" (სახ. აკრედიტ.#0357, 12 უპგ ქულა).

პროგრამას უძღვებოდნენ თსსუ-ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ზაზა ბოხუა და მედიცინის აკადემიური დოქტორი გოჩა აბუთიძე.